ზიგფრიდ ჩხაიძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში

16-18 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლალსოფლის სასპორტო დარბაზში ჩატარდა ღირსების ორდენის კავალერის ზიგფრიდ ჩხაიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 2003 - 2005 წწ დაბადებულთა შორის. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქ. ბათუმის, ქედის, შუახევის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის 70 ზე მეტმა სპორტსმენებმა. გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით, მედლებითა და თასებით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ბატონი ზიგფრიდ ჩხაიძე დააჯილდოვა საპატიო სიგელით სპორტში გაწეული დამსახურებისათვის.