ზებურ ბოლქვაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა მინი–ფეხბურთში

ზებურ ბოლქვაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა მინი–ფეხბურთში

27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერის, აფხაზეთში გმირულად დაღუპული მფრინავის ზებურ ბოლქვაძის სახელობის ტურნირი მინი–ფეხბურთში ჩატარდა. შეჯიბრში მიმდინარე წელს 6 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებულ გუნდებს სიგელები, თასები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. სპორტული შეჯიბრები ყოველწლიურად ახალშენის სპორტულ მოედანზე ტარდება, რომელსაც გამგებლის პირველი მოადგილე მინდია ბასილაძე და გამგეობის თანამშრომლები დაესწრო.