ზანაქიძეებში 115 ოჯახისთვის წყლის მაგისტრალი კეთდება

ზანაქიძეებში 115 ოჯახისთვის წყლის მაგისტრალი კეთდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 15-მდე სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება. ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება სოფელ ზანაქიძეებისა და ხელვაჩაურის საზღვართან (თავკალოს დასახლებაში)115 ოჯახზე გათვლილი სასმელი წყლის ჭაბურღილის, რეზერვუარისა და მაგისტრალის მოწყობის სამუშაობი. 
პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 137 999 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ტუსკი გეოლოგი გრუპი“ აწარმოებს