ზ. გორგილაძის სახელობის მხატვრული კითხვის კონკურსი საჯარო სკოლებში

ზ. გორგილაძის სახელობის მხატვრული კითხვის კონკურსი საჯარო სკოლებში

   თხილნარის N1 საჯარო სკოლაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის პოეტ ზურაბ გორგილაძის სახელობის მხატვრული კითხვის კონკურსის მეორე (ფინალური) ტური გაიმართა . 80 მოსწავლე ერთმანეთს ზურაბ გორგილაძის ლექსების მხატვრულად წაკითხვაში ეჯიბრებოდნენ. კონკურსში გამარჯვებული 10 მოსწავლე დაჯილდოვდა სიგელებით. 25 მოსწავლე კი მასტერკლასს გაივლის გამომეტყველებით კითხვაში.
  დაწყებით საფეხურზე პირველი ადგილი გურამ ირემაძემ – ზედა წინსვლის საჯარ სკოლის მე–5 კლასის მოსწავლემ, საბაზო საფეხურზე პირველი ადგილი ნინი ლაბაძემ – ზედა წინსვლის საჯარო სკოლის მე–7 კლასის მოსწავლემ, ხოლო საშუალო საფეხურზე პირველი ადგილი სალიბაურის 1 საჯარო სკოლის მოსწავლემ – ნიკა კახაბერიძემ მე–10 კლასის მოსწავლემ დაიჭირა. 
  კონკურსი ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებითა და ხელვაჩაურის გამგეობის დაფინანსებით სამ ასაკობრივ ჯგუფში (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) გაიმართა. ღონისძიებას ზურაბ გორგილაძის მეუღლე, პოეტი ბელა ქებურია, გამგეობისა და რესურსცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.