ვახტანგ ლორთქიფანიძე დამისამართების საკითხზე მოქალაქეს შეხვდა

ვახტანგ ლორთქიფანიძე დამისამართების საკითხზე მოქალაქეს შეხვდა

დღეს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ლორთქიფანიძე სოფელ განახლებაში მცხოვრებ დურსუნ გოგიტიძეს შეხვდა.

მოქალაქემ სოფელ განახლებაში კერძოდ გოგიტიძეების უბანისათვის ფატი გოგიტიძის სახელის მინიჭების შესახებ მიმართა საკრებულოს.

საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისია შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და უახლოეს პერიოდში მოსახლეობასთან კონსულტაციებს გამართავს, განახლებაში ფატი გოგიტიძის სახელობის ქუჩის სახელდებისა და დამისამართების შესახებ.

ინფორმაციისათვის:ფატი გოგიტიძე იყო პირველი მფრინავი ქალი აჭარიდან. ის ასევე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ხელვაჩაურის რაიონული საკრებულოს სახახლო დეპუტატი იყო.