ურეხში 23 ბინიანი სოციალური სახლი შენდება

ურეხში 23 ბინიანი სოციალური სახლი შენდება
ურეხში სოციალური სახლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 23 ბინიანი კორპუსი შენდება. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია- „მშენებელი 80“ აწარმოებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 432 786(მილიონ ოთხასოცდათორმეტი ათას შვიდასოთხმოცდაექვსი) ლარია გამოყოფილი. სოციალური სახლი მშენებლობა 2017 წელს დასრულდება. შეგახსენებთ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში აშენდა 50 ბინიანი სოციალური სახლი. ბინები უკვე საკუთრებაში ეკომიგრანტებს გადაეცათ.