ურეხის სოციალურ სახლში შესასახლებელ ეკომიგრანტთა განცხადებების მიღება გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ურეხის სოციალურ სახლში არსებული საბინაო ფონდით დასაკმაყოფილებელ ეკომიგრანტთა განაცხადების მიღება გრძელდება. საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 1მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა N23, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა. განცხადებების მიღება 10 აპრილს დაიწყო.
გამგეობაში შემოსულ განცხადებებს კომისია განიხილავს, რომელიც დაკომპლექტებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის , საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით.
პროექტის ფარგლებში, 23 ბინიანი კორპუსი შენდება. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია- „მშენებელი 80“ აწარმოებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 432 786 (მილიონ ოთხასოცდათორმეტი ათას შვიდასოთხმოცდაექვსი) ლარია გამოყოფილი. სოციალური სახლი მშენებლობა მაისის თვისთვის დასრულდება.