უფასო სამედიცინო გასინჯვები ხელვაჩაურში!

უფასო სამედიცინო გასინჯვები ხელვაჩაურში!
9-10-11 ნოემბერს კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრისა და სხივური მედიცინის ცენტრის ორგანიზებით აჭარის რეგიონში გაიმართება უფასო კონსულტაციების აქცია.
სამედიცინო აქციის ფარგლებში, 11 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება ექნაბათ ახალშენის ამბულატორიის ცენტრში მიიღონ გინეკოლოგის, მამოლოგის, თავ-კისრის ქირურგის, ენდოკრინოლოგის, გასტროენტოროლოგის, ონკოლოგის და უროლოგის კონსულტაციები, ასევე ჩტარდება ექოსკოპიური და ენდოსკოპიური კვლევები.
კონსულტაციები დაიწყება დილის 10:00 საათიდან.
უფასო სამედიცინო გასინჯვები და გამოკვლევები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.