უფასო სამედიცინო აქცია აჭარისწყლის ადმინისტრაციულ ერთეულში

უფასო სამედიცინო აქცია აჭარისწყლის ადმინისტრაციულ ერთეულში

ამჯერად, უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია აჭარისწყლის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

ადგილობრივებს კონსულტაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა გაუწიეს. აქციაში ჩართული იყო ქირურგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი და ოტო-რინო-ლარინგოლოგი.

მოსახლეობას კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევებიც ჩაუტარდათ.

გამოკვლევებით 50-მდეადგილობრივმა მაცხოვრებელმა ისარგებლა. უფასო სამედიცინო აქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.