უამინდობასთან დაკავშირებით სტიქისთან ბრძოლის მუდმივ მოქმედი შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი მუდმივ მოქმედი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ხელვაჩაურში მეწყერის 1 კერა დაფიქირდა. სოფელ ორთაბათუმში მასაურას მიმართულებით მიწის მასა ჩამოწვა და შეზღუდულია საავტომობილო მიმოსვლა. აღნიშნულ მონაკვეთზე ფერდასამაგრი სამუშაოების განსახორციელებლად ტენდერი იყო გამოცხადებული და უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს. შემთხვევის ადგილზე კი გაწმენდილითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი მუდმივ მოქმედი შტაბი 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით : 25 93 17; 599 85 15 75; 591 98 32 61; 595 95 87 08;