თვითმმართველობის ასოციაცია მუნიციპალიტეტში ტრენინგს მართვას

თვითმმართველობის ასოციაცია მუნიციპალიტეტში ტრენინგს მართვას

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), ევროკავშირის პროექტის "ეფექტიანობის და განვითარების ქსელი" (N4ED)ფარგლებში, სამდღიანი ტრენინგი დაიწყო - "თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელი". ტრენინგს საკრებულოს წევრები და მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ტრენინგი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჯგუფებისთვის და თემის ლიდერებისთვის იმართება.
ტრენინგები შეეხება ისეთ თემებსაც, როგორებიცაა - თვითმმართველობის სამართლებრივი საფუძვლები, თვითმმართველობის უფლებამოსილებები, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები, სამოქალაქო ბიუჯეტირების საფუძვლები, თემის მობილიზების ტექნიკადა სხვა აქტუალური საკითხებს.
სამ დღიანი ტრენინგი - "თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელი", - მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მაშტაბით.
პროექტი "ეფექტიანობის და განვითარების ქსელი" (N4ED) გახლავთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), კვლევით ცენტრ - PMC (საქართველო)-სთან და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით. 
N4ED-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. პროექტი იმუშავებს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.