წარჩინებული სკოლადამთავრებულების დაჯილდოვება ხელვაჩაურში

წარჩინებული სკოლადამთავრებულების დაჯილდოვება ხელვაჩაურში

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, 2017 - 2018 წლების წარჩინებულ სკოლადამთავრებულებთან შეხვედრა გაიმართა. 29 ახალგაზრდას წარმატება მიულოცეს და შესაბამისი სერტიფიკატები და მედლები გადასცეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძემ და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძემ.