ტრენინგი თემაზე: ,,,მოზარდის პიროვნული განვითარება"

12 სექტემბერს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,მოზარდის პიროვნული განვითარება". მოწვეულმა ფსიქოლოგმა მარეხი მგელაძემ ახალგაზრდებთან ერთად განიხილა: მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მოზარდების წინაშე მდგარი გამოწვევები და ქცევითი თავისებურებები. ტრენინგის ფარგლებში გაიმართა აქტივობები და დღის შემაჯამებელი დისკუსია. ტრენინგის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდებს საკუთარი თავის შეცნობაში, საკუთარი პოტენციალის გაანალიზებასა და სამომავლო პერსპექტივების დასახვაში. ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში დღეს გამართულ შეხვედრას სულ 15 ახალგაზრდა დაესწრო