თბილისში ზ.გორგილაძის საღამოს გამგებელი დაესწრო

თბილისში, რუსთაველის თეატრში, ბათუმელი პოეტის ზურაბ გორგილაძისადმი მიძღვნილმა "ბათუმურმა საღამომ" ანშლაგით ჩაიარა. კონცერტში მონაწილეობა მიიღო ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა და აჭარიდან წარმოდგენილმა ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა. საღამოზე გაცოცხლდა ბათუმური ისტორიები, ზურაბ გორგილაძისთვის მუზად ქცეული მშობლიური კუთხე თავისი მრავალფეროვნებით. განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა ახალგაზრდა პოეტების მიერ წაკითხულმა ზურაბ გორგილაძის ლექსმა "ოჰოი ნანა.''
საღამოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში სტუმრად მყოფი პოლონეთის დელეგაცია, მწერლები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეები ესწრებოდნენ.