სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განცხადების მიღება დაიწყო

2016-2017 სასწავლო წლის პირველი სემესტრის გამოცდების შედეგების მიხედვით განცხადებების მიღება იწარმოებს 2017 წლის 11 ივლისიდან 31 აგვისტომდე ხელვაჩაურის გამგეობაში.
სტუდენტებმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე გამგეობის კანცელარიაში;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობა, ID ბარათი ან პასპორტი);
გ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ 2016-2017წწ პირველ სემესტრი;
დ) მოქალაქის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმეტი (იუსტიციის სახლი);
ე) სტუდენტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
პროგრამას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა სამი წელია ახორციელებს, რომლის სემესტრული ბიუჯეტი 16 600 ლარია.