სპექტაკლი "სტუმარ-მასპინძელი" ჩხუტუნეთის კულტურის სახლში

სპექტაკლი "სტუმარ-მასპინძელი" ჩხუტუნეთის კულტურის სახლში

18 ოქტომბერს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის თეატრალური ახალგაზრდული დასის მონაწილეობით დაიდგა სპექტაკლი ჩხუტუნეთის კულტურის სახლში. სპექტაკლი სახელწოდებით"სტუმარ-მასპინძელი" ვაჟა- ფშაველას პოემის მიხედვით ახალგაზრდობის ცენტრის მოწვევით რეჟისორმა მერაბ ლებანიძემ დადგა. სპექტაკლის ჩვენებას ესწრებოდნენ ჩხუტუნეთში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არჩილ ბარამიძე. თეატრალურ დასში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 16 ახალგაზრდა მონაწილეობს.