სპექტაკლი "მედეა" ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დადგეს

სპექტაკლი "მედეა" ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დადგეს

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით სპექტაკლი „მედეა“ გაიმართა. სცენარის ავტორობა და რეჟისორობა ამავე, სკოლის დირექტორმა ნატო ჯაში-შაინიძემ იტვირთა. რეჟისორის გადაწყვეტით, სპექტაკლში მოსწავლეებმა გვანახეს თუ როგორ შექმნა ევრიპიდემ თავისი უკვდავი ქმნილება, ტრაგედია ,,მედეა“, შემდგომ კი - თუ როგორ განვითარდა მოვლენები ისტორიულად. 
სპექტაკლს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატები, რესურსცენტრის უფროსი ნევრესტან დიდმანიძე, თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.