სოც. სახლთან დაკავშირებით კომისიის სხდომა გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ეკომიგრანტთა განცხადებების დეტალური განხილვა ბენეფიციარებთან ერთად გაიმართა. შუალედური კომისიის სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე წარუძღვა. ამ ეტაპზე 35 ბენეფიციარი დაკმაყოფილდა, 9 ოჯახს კი უარი ეთქვა. კომისიის წევრები ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას ისევ აგრძელებს. სხდომა 14:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდა.
კომისია დაკომპლექტებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის , საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით.
რიგით მეოთხე სოციალური სახლი სოფელ კაპრეშუმში აშენდება, რომლისთვისაც პირვე ეტაპზე 400 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული პროექტი გარდამავალია.