სოფლის მხარდაჭერის პროგრამის კიდევ ერთი პროექტი ზანაქიძეებში

მაყვალა ბერიძის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზის მოწესრიგება დაწყებულია. წლების განმავლობაში სოფელ ზანაქიძეებში მაცხოვრებელ სამ ოჯახთან გზა მიუვალი იყო და ძლიერი წვიმების შედეგად მიმდებარე ტერიტორია იტბორებოდა.
პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორცილდება ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზაზე მცირე მეწყერული პროცესების შედეგად ჩამოწოლილი მიწის მასების გაწმენდისა და მოშანდაკების სამუშაოები, შეიცვალა სანიაღვრე არხი.
2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი ხელვაჩაურში 968 000 ლარია. მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ გზების მოწესრიგებას მიანიჭა უპირატესობა.