"სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებები

"სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში კრებების ჩატარება გრძელდება. დღეს, 5 სამუშაო ჯგუფი ერთდროულად მუშაობდა ორთაბათუმის, ახალშენის, შარაბიძეების, მაჭახელას და თხილნარის ადმინისტრაციული ერთულების 11 სოფელში.
◊ მოქალაქეების ძირათი მოთხოვნა კვლავ შიდა სასოფლო გზების მოწესრიგების მიზნით მზა ბეტონის მიწოდებაზეა. 
◊ სტადიონისა და გარე განათების მოწყობას მიანიჭა უპირატესობა სოფელ ომბოლოს მოსახლეობამ 
◊ მზა ბეტონთან ერთად ქვედა ჩხუტუნეთისა და ცხემლარას მოსახლეობამ წყლის მილები მოითხოვა. 
◊ მაჭახელას ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთნ ერთად სოფლის კრებებში მონაწილეობა მიიღო აჭარის არ განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ბადრი ნაკაშიძემ, რომელმაც ზედა ჩხუტუნეთში ავარიულ მდგომარეობაში მყოფი თამარის თაღოვანი ხიდი (ე.წ. ჩხერის ხიდი) დაათვალიერა და მოსახლეობასთნ ერთდ მის სამომავლო რესტავრაციაზე იმსჯელა.
მუნიციპალიტეტში პროგრამის ბიუჯეტი 968 000 ლარია, თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განაწილდება.
სოფლის კრებები ხელვაჩურში 23 მარტს დაიწყო და 02 აპრილს დასრულდება.