სოფელ ზედა კირნათში უფასო გამოკვლევების აქცია ჩატარდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ზედა კირნათში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდა. სამედიცინო გამოკვლევებს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმებმა ჩაატარა. გამოკვლევებით 60-მა ადგილობრივმა ისარგებლა. აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურება გაუწია: ქირურგმა, ოფთალმოლოგმა, კარდიოლოგმა, ექოსკოპისტმა, თერაპევტმა, ნევროპათოლოგმა და ოტო-რინო-ლარინგოლოგმა. მოსახლეობას ასევე კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევებიც ჩაუტარდათ. უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტრის ინიციტივითა და ორგანიზებით ტარდება.