სოფელ სინდიეთში მეწყერი ჩამოწვა

ამ წუთებში სოფელ სინდიეთში მიმდინარეობს საავტომობილო გზაზე ჩამოწოლილი მიწის მასის გაწმენდითი სამუშაოები. მეწყრული პროცესები ძლიერი წვიმის შედეგად დღეს განვითარდა, რის შედეგად 5 ადგილობრივ ოჯახთნ მისასვლელი გზა ჩაიკეტა. სამუშაოებს ა(ა)იპ ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახური აწარმოებს.