სოფელ ფერიში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ სოფელ ფერიაში საბავშვო ბაგა-ბაღი გახსნეს. ახალი ბაღი უზრუნველყოფილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით,ნესტის გამწოვი აპარატით, საწოლებით და ცენტრალური გათბობის სისტემით. პატარებისთვის ჯგუფებში შეტანაილია ახალი სახელძღვანელოები და სათამაშოები.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 4 ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც განათლებას 120 ბავშვი მიიღებს. ბაღში დასაქმებულია 28 ადგილობრივი. აღმზრდელ-მასწავლებლებმა გაიარეს გადამზადების კურსები.
საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 188 300 ლარი დაიხარჯა. ინვენტარის შესაძენად კი 94 710 ლარი გამოიყო.
ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში ამ ეტაპზე 1775 აღსაზრდელი ირიცხება.