სოფელ ფერიაში 250 გრძივი მეტრი გზა მოეწყო

სოფელ ფერიაში №46 სამარშრუტო ხაზის მიკროავტობუსების გაჩერებიდან იოსებ სოლომონიძის სახლამდე 250 გრძ. მ. შიდა სასოფლო გზა მოეწყო. აღნიშნული გზის მონაკეთით სოფელი ფერია უკავშირდება ახალშენის ყოფილი მეურნეობის დასახლებას. ბეტონის საფარით მოპირკეთბული გზით 20 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს. ოქბიექტზე სამუშაოებს აწარმოებდა შპს "კრედო".