სოფ. აჭარისწყალზე მდინარის ნაპირის დაზიანების საკითხზე გამგეობა მუშაობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა აჭარისწყლის ცენტრში მდინარის მიერ ნაპირის დაზიანების საკითხზე აქტიურად მუშაობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამგებელი ნადიმ ვარშანიძე კომპანია - „აჭარ ენერჯი 2007“-თან მოლაპარაკებებს ინტენსიურად აწარმოებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მიწის მიტაცების პროცესს მას შემდეგ დაიწყო, რაც ჭოროხზე ჰესების მფლობელმა კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-მა ხიდის ბურჯები გაამაგრა, რის გამოც აჭარისწყალმა კალაპოტი შეიცვალა. მათი მტკიცებით მდინარე დაახლოებით 10 მეტრით შეიჭრა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.