სკოლებს შორის ფეხბურთში პირველი ადგილი ფერიის სკოლამ დაიკავა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებს შორის 27-ე სპორტული თამაშები გრძელდება. დღეს ხელვაჩურის სასპორტო სკოლაში სასკოლო ფეხბურთში ტურნირი დასრულდა, სადაც 17 სკოლის 170 მოსწავლე მონაწილეობდა.პირველი ადგილი ფერიის საჯარო სკოლამ, მეორე ერგეს, ხოლო მესამე ადგილი მახოს საჯარო სკოლამ დაიკავა.
გამარჯვებულებს თასები,სიგელები და ფასიანი საჩუქრები გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ქეთევან დევაძემ და სასპორტო სკოლის დირექტორმა გენადი ჩხაიძემ გადასცეს.
27- ე სპორტული თამაშების ორგანიზატორი ხელვაჩაურის რესურსცენტრი და სასპორტო სკოლაა, ხოლო ფინანსური მხარდამჭერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა არის.