სივრცით-ტერიტორიული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის სხდომა

სივრცით-ტერიტორიული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის სხდომა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა 9 საკითხი განიხილეს. სხდომის დღის წესრიგს დასამტკიცებლად ახალი საკითხი დაემატა, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტიო კომისიის თავმჯდომარემ მინდია დიასამიძემ წარადგინა. პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და აღდგენის პროგრამის დამტკიცებას ეხება, რომელიც აქამდე მუნიციპალიტეტში არ მოქმედებდა. ახალი პროგრამის თანახმად მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 65 000- მდე, 65000-დან 150000 -მდე და 150000-დან 200 000- მდე ქულაა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის შემდგომ გადაწყდა, რომ გატანილი იქნას ბიუროს სხდომაზე.