სიკეთე გადამდებია!

სიკეთე გადამდებია!

,,სიკეთე გადამდებია“ - ამ დევიზით დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არჩილ ბარამიძე მერიის თანამშრომლებთან და ადგილობრივ ბიზნესმენ გენადი კონცელიძესთან ერთად სოფელ სალიბაურში სოციალურად დაუცველი ნათელა გუნდაძის ოჯახს საქველმოქმედო მისიით ეწვია. ოჯახი შედგება 8 წევრისაგან.
სტუმრებმა ოჯახს გადასცეს ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის პროდუქტი, რითაც ოჯახისათვის ეს დღე გახადეს განსაკუთრებული, ბედნიერებით აღსავსე და დიდი სიხარულით დატვირთული.