სიას წარმომადგენლებმა ხელვაჩაურში პრეზენტაცია გამართეს

სიას წარმომადგენლებმა ხელვაჩაურში პრეზენტაცია გამართეს

დღეს, 12:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში საზოგადოებრივი ორგანიზაცია სოციალური ინიციატივების ალიანსის (სია) წარმომადგენლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის გამართეს პროექტების პრეზენტაცია - „DCFTA ახალი შესაძლებლობებისთვის“ და „მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება DCFTA-ის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.“
პროექტი მიზნად ისახავს: 
 ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ფერმერების, მეწარმეების და თვითმმართველობის წარმომადგენლების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მათ შორის ახალგაზრდებისა და ქალების; 
 ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე; 
 ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქტის ექსპორტის ხელშეწყობა.
პროექტები დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.