შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

სოფელ განთიადში, ისმეთ მაჭუტაძის სახლიდან სულიკო ფაღავას სახლამდე 1100 გრძ. მ. და მხეიძეების დასახლებაში 800 გრძ. მ შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთები სოფელს ე.წ. ნარინჯის დასახლებასთან და სოფელ ზედა განთიადთან აკავშირებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიხედვით, ჯამში 1900 გრძ. მ. გზა არმირებული ბეტონის საფარით მოეწყობა. 
პროექტის საერთო ღირებულება 127 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს "აკო 777" აწარმოებს.