მერის პირველი მოადგილე ზვიად ხალვაში სოფელ ჯოჭოს მოსახლეობას შეხვდა

 მერის პირველი მოადგილე ზვიად ხალვაში  სოფელ ჯოჭოს მოსახლეობას შეხვდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ხალვაში შარაბიძეების თემში მაჟორიტარ დეპუტატთან დავით სამნიძესთან ერთად სოფელ ჯოჭოს მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებს ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე  წყალმომარაგების პრობლემა შეექმნათ. მერის პირველმა მოადგილემ მოსახლეობას განუმარტა, რომ სოფელში წყლის ოპტიმალური ხარჯვის კონტროლი მოხდება. ზვიად ხალვაშმა  მოსახლეობას განუცხადა, რომ მიმდინარე წელს სოფელ ჯოჭოში სასმელი წყლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით  უკვე გამოცხადებულია ტენდერი.

მოსახლეობამ მერის პირველ მოადგილეს სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება სთხოვა. აღნიშნული პრობლემატური საკითხი შესაბამის სამსახურთან ერთად ადგილზევე გადაწყდა და მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.