დღეს, 12 აპრილს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში კოალიცია "მოძრაობა ცვლილებებისთვის" წარმომადგენლები ლია ტაბატაძე, მაია შიშნიაშვილი და გია კაკაჩია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მშობლებს შეხვდნენ. მშობლებმა ისაუბრეს მათი შვილების წინაშე მდგარი გამოწვევებისა და კონკრეტული საჭიროებების შესახებ, ასევე გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად ჩაერთონ ხელვაჩაურის შშმ პირთა მშობელთა კლუბის შეხვედრებში და ერთად შეუწყონ ხელი მშობელთა კავშირის გაძლიერებას.
შეხვედრის მიზანს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მშობელთა ძლიერი კავშირის ჩამოყალიბებისთვის ნიადაგის შექმნა, მშობლების გაძლიერება და საჭიროებების გაანალიზება იყო.
შეხვედრას 22 შშმ პირის მშობელი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ხალვაში, მერიის შესაბამისი სამსახურებისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული შეხვედრა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.