შეხვედრა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

შეხვედრა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

დღეს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, საკლასო და საკლუბო პროექტების ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ილია ნაკაშიძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯოდმარე გურანდა დოლიძე, "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ფრაქციის თავმჯდომარე დავით სამნიძე შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო პროექტში „მომავლის თაობა“ ჩართული მოსწავლეების გაცნობა, მათი ჩართულობით განხორციელებული სასკოლო პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. თავის მხრივ, როგორც საკრებულოს წარმომადგენლობამ, ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ილია ნაკაშიძემ მზაობა გამოთქვეს, აღნიშნულ პროექტში ჩართული მოსწაველების მხარდაჭერისა და მათთან ურთიერთანამშრომლობისა.

დღესვე გადაწყდა, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან, პროგრამა "მომავლის თაობის" ფარგლებში.
პროექტის შესახებ: პროექტი 2018 წლიდან სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება 230 სკოლაში. „მომავლის თაობა“ ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლებას სკოლებში და მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდას. პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
პროგრამა ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და აჭარის რეგიონში ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობით.
მოსწავლეებთან შეხვედრის ინიციატორი გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე გურანდა დოლიძე იყო, ხოლო შეხვედრას ორგანიზება პროგრამა „მომავლის თაობის“ ხელმძღვანელმა მაია ქათამაძემ გაუწია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.