შეხვედრა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებთან

შეხვედრა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებთან

დღეს, ხელვაჩაურის მერიაში მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა, შეხვედრაზე საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმაც მიიღეს მონაწილეობა.

მერის მოადგილის არჩილ ბარამიძის ინიციატივით ბავშვებმა ფოტომასალის საშუალებით, თავად შეარჩიეს სათამაშოები,
ბავშვების სურვილებს ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანება სატენდერო პირობების მომზადებისას გაითვალისწინებს.

სათამაშოების შესაძენად ბაღების გაერთიანება 15 000 ლარს დახარჯავს.