შეხვედრა ნატოს დღეების ფარგლებში

ნატოს დღეების ფარგლებში, ხელვაჩაურში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ჯუმბერ ვარდმანიძემ გახსნა.
მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ადმინისტრაციული ერთეულებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღებეს ინფორმაციას ნატო-საქართველოს თანამშრომლობის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის - მიღწევების და გამოწვევების შესახებ.
შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალური წარმომადგენელი აჭარაში ირმა გაბინაშვილი და ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი, „სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის“ ხელმძღვანელი, გიორგი ცხვიტავა.
ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება, მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.