შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან

შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, თხილნარის მ.აბაშიძის სახელობის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს, დირექტორს და პედაგოგებს შეხვდა.
✔️შეხვედრის მიზანს სასკოლო პროექტი ''ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსი'' საქართველოში გაცნობა წარმოადგენდა.
✔️კონკურსი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ა/ო CENN ის მხარდაჭერით ხორციელდება. 
აღნიშნულ პროექტში თხილნარის საჯარო სკოლა მესამე წელია ჩართულია და ყოველწლიურად აჭარის მაშტაბით შუალედური რეიტინგული ქულებით პირველ ადგილს იკავებს.მიღებული შედეგებით სკოლას ,,მწვანე სკოლა“ ეწოდა.
კონკურსის ძირითადი თემატიკაა: ტყისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი განვითარება, ეკო-ტურიზმი, ნარჩენების მართვა, მწვანე სახლი, კოლხური ბზის გადარჩენა და სხვა გარემოსდაცვითი ღონისძიეების განხორციელება.
ჯუმბერ ვარდმანიძემ პროექტის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და დათანადგომა შეჰპირდა.
მიმდინარე წლის 21 მარტს ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აღნიშნული სკოლა უკვე მეოთხედ მიიღებს მონაწილეობას ფინალურ ტურში.