შეხვედრა CENN - ის წარმომადგენელთან ხელვაჩაურის მერიაში

შეხვედრა CENN - ის წარმომადგენელთან ხელვაჩაურის მერიაში

დღეს, ხელვაჩაურის მერიის სხდომათა დარბაზში გარემოს დამცველებთან და მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვდრაზე, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომელიც ნარჩენებით გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით დაიწყო.
,,გარდა ამისა, შეხვედრა მდგრადი ნარჩენების მართვას და ნარჩენების მართვის კოდექსის მიზნებსა და ამოცანებს ეხებოდა." - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
CENN - ის წარმომადგენელმა კახაბერ გუჩმანიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო, თუ რატომ უნდა გადაიხადოს მოსახლეობამ, დასუფთავების მოსაკრებელი. იმის გამო, რომ მოსახლეობა მოსაკრებელს სრულად არ იხდის და ბიუჯეტის გეგმა არ სრულდება, დასუფთავების ხარჯებს სახელმწიფო სუბსიდირების გზით ფარავს, რის შედეგადაც დაფინანსება აკლდება განათლების, ინფრასტრუქტურის და ჯანდაცვის სფეროებს.
ასევე საუბარი იყო მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ ტარიფების დადგენის თანამედროვე პრინციპებზე. შევედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მოსახლეობასთან მსგავსი ტიპის შეხვედრები აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი. შეხვედრები მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება. WMTR II პროგრამას ახორციელებს CENN, USAID-ის მხარდაჭერით.