შეხვედრა ახალსოფლის მოსახლეობასთან

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - ზვიად ხალვაში და კახა ფუტკარაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერ ილია ნაკაშიძესთან, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძესთან და ხელვაჩაურის საკრებულოს წევრებთან ერთად სოფ. ახალსოფლის მოსახლეობის პრობლემებს გაეცვნენ. შეხვედრაზე განხილული იქნა სხვადასხვა პრობლემური საკითხი, მათ შორის:
ახალსოფლის ცენტრის მოწყობის სამუშაოების დაგეგმვა;
საბავშვო ბაღში სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო ღონისძიება;
ახალსოფლის სპორტსკოლასთან სტანდარტული მინი მოედნის მოწყობა.
ზემოთხსენებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გასატარებლად საჭირო თანხა 2019 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.