შეხვედრა აჭარის შემოქმედებითი ინკუბატორის წარმომადგენელთან

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ,,აჭარის შემოქმედებითი ინკუბატორის’’ წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან და მერიის თანამშრომლებთნ სამუშაო შეხვდრა გამართეს.
,,შემოქმედებითი ინკუბატორი’’ შესაძლებლობას აძლევს აჭარის რეგიონში მცხოვრებ დაინტერესებულ მოქალაქეებს გარდაქმნან საკუთარი იდეები ბიზნეს პროექტებად, მოახდიონონ ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბება, ბაზრის კვლევა, საქმიანობის მარკეტინგული ანალიზი და საბოლოოდ მოახდინონ საკუთარი ბიზნესის განვითარება.
კონკურსის პირველ ეტაპზე დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი იდეები 01-დან 20 ნოემბრის ჩათვლით. კონკურსის დასრულების შემდეგ შეირჩევიან საუკეთესო იდეების ავტორები. იდეების ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინდივიდუალური კონსულტაციები საკუთარი ბიზნეს იდეების შესახებ გამოცდილი მენტორებისაგან, რაც მათ დაეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში და მის განვითარებაში.
პროექტის ავტორი, მხარდამჭერი და სპონსორია აჭარის არ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
პროექტს ახორციელებს ააიპ ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი.
საკონტაქტო ინფორმაცია: 571010503
ელ-ფოსტა: giorgi.benashvili@tsu.ge
Facebook: @adjaracreativeincubator