საზღვრების გაფართოების მიზნით შექმნილი კომისიის წევრები მოსახლეობასთან კონსულტაციებს მართავენ

საზღვრების გაფართოების მიზნით შექმნილი კომისიის წევრები მოსახლეობასთან  კონსულტაციებს მართავენ

საზღვრების გაფართოების მიზნით საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას და ქალაქ ბათუმში მცხოვრებ მოსახლეობასთან გამოკითხვას აწარმოებენ.
სამუშაო ჯგუფის მიერ შექმნილი დოკუმენტაცია მოქალაქეთა გამოკითხის დასრულების შემდგომ სამთავრობო კომისიას გადაეგზავნება. კონსულტაციები იმ დასახლებულ პუნქტებში მიმდინარეობს,რომელთა მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოქცევა უახლოეს პერიოდში იგეგმება.
აღნიშნულ სამუშაო ჯგუფს საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე ხელმძღვანელობს.