საზეიმო კონცერტი გაიმართა ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლაში

დღეს დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლაში. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა მიიღო. ახალგაზრდები დამსწრე საზოგადოების წინაშე ქართული და მსოფლიო შედევრებით წარსდგნენ.
კონცერტს ხელვაჩაურის გამგებლის პირველი მოადგილე ნოდარ ხალვაში და განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სახელოვნებო სკოლის დირექციის ინიციატივითა და ორგანიზებით მსგავსი ღონისძიებები ხშირად ტარდება.