საზაფხულო ბანაკი 2019 - დასკვნითი გალა კონცერტი

საზაფხულო ბანაკი 2019 - დასკვნითი გალა კონცერტი

07 აგვისტოს, სოფელ ზედა ჩხუტუნეთში ,,საზაფხულო ბანაკი 2019“ პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით გაიმართება გალა კონცერტი.
ახლაგაზრდული პროგრმა ,,საზაფხულო ბანაკი 2019“ მიმდინარე წლის 11 ივლისს დაიწყო.
მიმდინარე პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჯამში 1350-მა ახალგაზრდამ (6 ნაკადი) მოინახულა მაჭახელას ხეობის ულამაზესი ბუნება და ღირშესანიშნაობები. პროექტის ფარგლებში იმართებოდა ინტელექტუალური და გასართობი ღონისძიებები.
პროგრამას ა(ა)იპ ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებასთან (ICSU) თანამშრომლობითა და თანადაფინანსებით ახორციელებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია.