საზაფხულო ბანაკი 2019

საზაფხულო ბანაკი 2019

მაჭახელას ხეობაში აქტიურად მიმდინარეობს ახლაგაზრდული პროგრმა ,,საზაფხულო ბანაკი 2019“. ახალგაზრდების მეხუთე ნაკადს სოფელი ზედა ჩხუტუნეთი მასპინძლობს. მიმდინარე პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჯამში 732-მა ახალგაზრდამ მოინახულა მაჭახელას ხეობის ულამაზესი ბუნება და ღირშესანიშნაობები. პროექტის ფარგლებში ტარდება ინტელექტუალური და გასართობი ღონისძიებები. პროგრამას ა(ა)იპ ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებასთან (ICSU) თანამშრომლობითა და თანადაფინანსებით ახორციელებს ხელვაჩაურის მერიის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი ი/მ ,,ანზორ მეგრელიშვილი“ . პროექტი 10 აგვისტომდე გაგრძელდება.