სატენდერო კომისიის სხდომა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა სატენდერო კომისიის სხდომა, რომელსაც ჯუმბერ ვარდმანიძე წარუძღვა. სხდომაზე განიხილეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით და სახელმწიფო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული, კულტურულ-საგანმანათლებლო, და სხვა სახის პროექტების ორგანიზების მიზნით გამოცხადებული და გამოსაცხადებელი ტენდერების სია. შეხვედრის მიმდინარეობისას, ხელი მოეწერა რამდენიმე სატენდერო ხელშეკრულებას.