სასპორტო მუნიციპალური ოლიმპიადა მაგიდის ჩოგბურთში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დაიწყო. მიმდინარე წლის 9 თებერვალს შეჯიბრი ხელვაჩაურის №1 საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა. I ადგილი აიღო ზედა თხილნარის საჯარო სკოლამ, II ადგილი აჭარისწყლის საჯარო სკოლამ, ხოლო III ადგილი ხელვაჩაურის №1 საჯარო სკოლამ. სპორტული ოლიმპიადა ტარდება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, რაც გულისხმობს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდების ჩართულობას სპორტულ თამაშებში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ღებულობს მონაწილეობას მხოლოდ სამ სახეობაში: მინი ფეხბურთი (ვაჟები), მაგიდის ჩოგბურთი (ვაჟები) და ხელბურთი (ვაჟები) 2002-2004 წ დაბადებულთა შორის. ოლიმპიადის მუნიციპალური ტური 2018 წლის 17 თებერვალს დასრულდება.