სასმელის წყლის სისტემის მოწყობა სოფელ მასაურა - წიქარეულში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მასაურა - წიქარეულში მიმდინარეობს წყლის ცენტრალური აუზის, სალექარის, საქლორატოროს, სანიტარული ზონის, კაპტაჟის და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 72 005 ლარს.
ობიექტზე სამუშაოებს აწარმოებს შპს "ქედე".
აღნიშნული სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე.