სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სოფელ განთიადში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში ე.წ. "უშაკოვის" დასახლებასა და მხეიძეების უბანში სასმელი წყლის რეზერვუარების რეაბილიტაცია, საქლორატოროს მოწყობა და ჭაბურღილის სისტემაზე შიდა ქსელის დაერთება მიმდინარეობს.
ობიექტზე სამუშაოებს აწარმოებს შპს "ნაგო". პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 62 812 ლარს.
ობიექტზე სამუშაოები მიმდინარე წლის15 დეკემბრამდე დასრულდება.