სასმელი წყლის სისტემის მოწყობა სოფელ მარადიდში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მიმდინარეობს სასმელი წყლის მაგისტრალისა და აუზის მოწყობა. ობიექტის ზედამხედველობის ჯგუფის განცხადებით, რთული რელიეფის მიუხედავათ სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
პროექტს ახორციელებს შპს „ალსოფი“. ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 174 433 ლარს.
აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში დასრულდება.