მიმდინარე წლის 5 იანვარს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ნაჩვენები იქნა ანიმაციური ფილმი ,,საშობაო ზღაპარი.“ საახალწლო ფილმი ჩარლზ დიკენსის მოთხრობის მიხედვით არის გადაღებული. კინო-ჩვენების დასრულების შემდეგ მოეწყო განხილვა, რომელსაც უძღვებოდა ახალგაზრდობის ცენტრის მოხალისე ლუკა ბიბინეიშვილი.