სარფში ჰიპოქლორიდის აპარატი ამოქმედდა

დღეს დილით სარფის წყალსადენებზე დამონტაჟერბული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჰიპოქლორიდის აპარატი ამოქმედდა. აღნიშნული დანადგარის საშუალებით სარფში 150 ოჯახს, სარფის გამშვებ პუნქტს, საჯარო სკოლას, სასტუმროებსა და კვებით ობიექტებს ყველა სტანდარტის შესაბამისი სასმელი წყალი მიეწოდება. ადგილზე მოწვეულმა სპეციალისტმა საქლორატოროზე დასაქმებული პირი დაატრენინგა.
სოფლებში ახალშენის, სალიბაურის, სარფის, შუა მახინჯაურის, თხილნარისა და აგარის წყალსადენებზე საქლორატოროები 1 თვის წინ მოეწყო. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49 737 ლარი დაიხარჯა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია 1 კვირაში დანარჩენ 3 ჰიპოქლორიდის აპარატსაც ჩართავს.